
მეგობრებო, პატარა ანიტას ოპერაცია დაფინანსდა 2000ლარით.
შეგახსენებთ მის ისტორიას:
“ანიტა ჯერ ვერ იაზრებს რას ებრძვის,მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ როგორ ვჭირდებით მას.
დაბადებიდან უწევს ბრძოლა, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

მოწვეული ექიმი ჩამოსულია თურქეთიდან და ოჯახი იმის მოლოდინში რომ თანხა შეგროვდება ,იმედს არ კარგავენ. საჭიროა სასწრაფო ოპერაცია მენჯებზე !!!
უსახსრობის გამო პატარა ანიტა ჩვენ გველოდება.ჩვენ თითვეულ გაზიარებას და თითოეულ ჩარიცხულ ლარს ელოდება.
ყველა ბავშვი იმსახურებს უკეთეს მომავალს. ანიტას მომავალი კი ჩვენს ხელშია.”
ანიტა, დედების ფონდის ბენეფიციარად ორჯერ დარეგისტრირდა. პირველ შემთხვევაში მას შევუძინეთ სპეციალური ეტლი,რომელიც ესაჭიროებოდა სწორად ჯდომისთვის,მეორედ კი დავაფინანსეთ მისი ოპერაცია.
ჯამში,დედების ფინდმა ანიტასთვის 4000ლარის ქველმოქმედება გაიღო.