გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

გიორგი იდოიძის ოპერაცია 15127ლარით დაფინანსდა!

თქვენი გვერდით დგომით,შემოწირულობით და გულისხმიერებით გიორგი იდოიძის ოპერაცია 15127ლარით დავაფინანსეთ!
შეგახსენებთ,27წლის ბიჭს,გიორგი იდოიძე გულის პრობლემები ჯერ კიდევ 2008წელს დაეწყო. ჩაუტარდა ოპერაცია,ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა,მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.
წინა წლის დეკემბერს,გიორგის მდგომარეობა უფრო გართულდა, გულის განდევნის ფრაქცია მინიმუმამდე დაეცა. გული ვეღარ ასრულებდა თავის ფუქციას და უჭირდა ორგანოების სისხლით მომარაგება. ერთადერთი გამოსავალი იყო გულის ტრანსპლანტაცია და სასწრაფოდ დაინიშნა ოპერაცია,გულის გადანერგვა.
დედების ფონდმა, გიორგისთვის თახების მობილიზებისთვის დაიწყო კამპანია “გიორგის გული-სთვის”.
გაკეთდა ძალიან ემოციური, ორი სიუჟეტი,სადაც გიორგის სრული ისტორია მივაწოდეთ შემომწირველებს.
1 თვიანი კამპანიის ფარგლებში, დედების ფონდმა შეძლო 15127 ლარის შეგროვება,რომელიც გადაირიცხა ბელარუსში გულის კვლევით და პრაქტიკული თერაპიის ცენტრში.

გიორგი,სულ მალე გაემგზავრება საზღგვარგარეთ და გვჯერა,სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.
დიდი მადლობა თითოეულ შემომწირველს,თითოეული შემოწირული 1ლარისთვის!

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾