
დედების ფონდი, უკვე 5წელია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას,რომლის ფარგლებშიც ანხორციელებს სოციალურ პროექტებს.
ფონდის სოციალური პროექტის მიზანია,უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახების საკვებით დახმარება.
სოციალური დახმარება,განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა 2020წლის მარტიდან,როდესაც მსოფლიო პანდემიის ფონზე,საქართველოს უამრავი მოქალაქე დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ამ პერიოდში საზოგადოების დახმარების მიზნითგ,დედების ფონდმა დაიწყო ახალი სოციალური პროექტი „დარჩი სახლში,ჩვენ მოგიტანთ საკვებს“. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ,სპეციალურ შექმნილ ბმულზე რეგისტრაციის,პირადი მონაცემის შევსების და ბენეფიციარად დარეგისტრირების.რეგისტრაციის შემდეგ ფონდის თანამშრომლები თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად,სახლში აწვდიდნენ არამალფუჭებად საკვებს.
პროექტის განმავლობაში, ფონდმა საკუთარი რესურსით დახმარება გაუწია 3000მდე ოჯახს თბილისის,რუსთავის და გორის მასშტაბით.
საიტზე რეგისტრირებულთა რიცხვი ბევრად მეტი იყო,ამიტომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების.
ამ ეტაპზე,ფონდის სატვირთო ავტომობილი ყოველ კვირა სტუმრობს თბილისის სხვადასხვა უბანს და არიგებს საკვებს სრულიად უსასყიდლოდ.
ნებისმიერ ადამიანს,ვისაც სურს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება,აქვს შესაძლებლობა არამალფუჭებადი საკვები მოგვაწოდოს დედების ფონდის ოფისში.
მისამართი : თბილისი,ლუბლიანას ქ #38ა , სართული 3