გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

ემიგრანტი დედის მუდარა- გადამირჩინეთ შვილი!

“მე ქართველი ემიგრანტი დედა ვარ,იტალიაში ვიმყოფები.
     ჩემი 19 წლის ვაჟი გიორგი ვაშაკიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურისას ცუდად გახდა,თვალთ დააკლდა და საშინელი ტკივილები ქონდა თავის არეში. მივიდა სამხედრო ექიმთან, მათ უპასუხეს რომ 10 თვის მსახურობის შემდეგ თურმე აღარ უნდოდა სამხედროში გაჩერებდა და იგონებდა!
    სანამ გონება არ დაკარგა არ დაუჯერეს, გულის წასვლის შემდეგ გადაიყვანეს და გადაუღეს ტომოგრაფია და აღმოჩნდა ტვინის ჰიპოფიზის ორი ადენომა!
   საქართველოში გაუკეთდა სამი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა კავკასიის კლინიკაში.ექიმი ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილმა ჩაატარა სამი ოპერაცია.მესამე ოპერაციის შემდეგ განვითარდა ინფექცია და ბავშვმა გადაიტანა მენონგიზმი.
   ოპერაციების მერე ბავშვს რეგულარულად ამოწმებდა ანალიზებს, 7თვის შემდეგ დაიწყო ჰორმონების დაქვეითება. გავაკეთებინე ტომოგრაფია თუმცა ექიმები მეუბნებოდნენ არაფერი გამოჩნდება ასე პატარა დროშიო,მაგრამ აღმოჩნდა რომ ადენომა იზრდება!
ახლა 3,4 მმ ია.ისიც დავადგინეთ რომ, ბიოფსიის მხოლოდ ზედაპირული პასუხს დასჯერდნენ, არ გააკეთეს ღრმა კვლევა რომ დაედგინათ ადენომის სახეობა.
  ახლა ნეიროქირურგები გვეუბნებიან რომ თვენახევარი გვაქვს კიდევ ერთ ოპერაციამდე! ერთადერთი შველა გერმანიის კლინიკაშია! მოვიძიე ნეიროქირურგი და გადავგზვნე დასკვნები და ტომოგრაფიები.
 ბატონმა ედიშერმა გასცა ფორმა 100, სადაც წერია რომ გიორგის ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელება.შავად გერმანიის კლინიკამ გვიპასუხა რომ ოპერაცია 50 000 ევრო დაჯდება!
        ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება! ამხელა თანხას ვერ გავწვდები თქვენს გარეშე! ჩემი შვილის სიცოცხლე ამ თანხაზეა დამოკიდებული! უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ! ხარჯთაღრიცხვას ერთ კვირაში მომაწვდიან! სულ ერთი თვე გვაქვს! მერე გიორგი მგზავრობას ვერ გადაიტანს! სიმსივნე სწრაფადმზარდია!
გთხოვთ ყველას,გულთან მიიტანეთ ემიგრანტი დედის  მუდარა და შვილი გადამირჩინეთ”
დანიშნულება გიორგისთვის
 www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან Paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი # 0901700483

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾