გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

ლანას ოპერაცია დავაფინანსეთ!

   14წლის ლანა ავალიანის დიაგნოზია ცერებრალური დამბლა და ტეტრაპარეზი.
დიაგნოზმა სხვა გართულებებიც გამოიწვია, ლანა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად,ჰქონდა მყესების დაჭიმულობა რაზეც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
   ისედაც მძიმე მდგომარეობას,ახალი პრობლემა დაემატა-ხერხემლის გამრუდება.
ნერვ-კუნთოვანი სქოლიოზი იწვევს გაუსაძლის ტკივილებს და ბავშვი სიმწრისგან ტირის, ვეღარც ნორმალურად ჯდება,ვერც წვება და დედას ტკივილების შემსუბუქებას სთხოვს..
   გამოსავალი მხოლოდ ოპერაციაა,რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს..
დედების ფონდმა ლანას საოპერაციოდ 6000ლარი გადარიცხა.

ლანა კვირის ბოლოს მიემგზავრება თურქეთში,ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾