“ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს… “
სრულიად ჯანმრთელი იყო მარიამი, არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემა. 9 აპრილს 3 წლის გახდა და გასართობ ცენტრში აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე. რამდენიმე დღეში ბავშვებს სიცხე მისცა. 3 დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ ბავშვებს, პატარას გაურთულდა მდგომარეობა, თორემ მარიამი თითქოს მალე კარგად გახდა, მხოლოდ ხველა დაუტოვა. ამიტომ პედიატრთან წავიყვანე, ანალიზები ავუღეთ და მითხრა, ჰემოგლობინი დაბალი აქვსო. მედიკამენტები დაუნიშნა, მათ შორის – ანტიბიოტიკიც. ერთ დილით, ბავშვმა რომ გაიღვიძა, ფეხზე პატარა ჩაქცევის მაგვარი სილურჯე ვნახე, შემეშინდა და ისევ წავიყვანე ექიმთან.
მან რომ დაათვალიერა ბავშვი, მითხრა, იაშვილის კლინიკაში მიიყვანეთო. იქ კი, სამწუხაროდ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს. ამ დრომდე კლინიკაშია მარიამი და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მედიკამენტები შემოგვაქვს გერმანული და იმით უკეთდება ქიმიოთერაპია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.
წამლებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო საჭირო, 30 000 ლარი უკვე დავხარჯეთ, ჩვენ არაფერი გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ და ხალხის დახმარებით წამლები შევიძინეთ. მკურნალობის მიუხედავად, მაინც საგანგაშოდ მაღალია მაჩვენებელი, შედეგი არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ მარიამი გერმანიაში. ფინანსები არ გვაქვს, ზუსტად ვერ გვეუბნებიან, რა დაგვჭირდება. თუ არ დაემორჩილა მკურნალობას, ძვლის ტვინის გადანერგვა დაგვჭირდება და ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს.
მეგობრებო,გთხოვთ უსახსრობის გამო ნუ გავწირავთ პატარა გოგონას.
მეგობრებო,გთხოვთ უსახსრობის გამო ნუ გავწირავთ პატარა გოგონას.
დანიშნულება მარიამ გაზდელიანი
www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან Paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი # 0901700483
www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან Paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი # 0901700483