გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

მარიამ გაზდელიანის მკურნალობა დაფინანსდა!

ყველა კეთილი ადამიანის დახმარებით მარიამი გერმანიაში გაემგზავრა.
ჩვენ ერთად 8100 ლარის მოგროვება შევძელით მარიამისთვის.
შეგახსენებთ პატარა მარიამის ისტორიას:
“სრულიად ჯანმრთელი იყო მარიამი, ახლა კი ასე მძიმედ არის და გადარჩენისთვის იბრძვის…
ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს…
. ერთ დილით, ბავშვმა რომ გაიღვიძა, ფეხზე პატარა ჩაქცევის მაგვარი სილურჯე ვნახე, შემეშინდა და ისევ წავიყვანე ექიმთან.
მან რომ დაათვალიერა ბავშვი, მითხრა, იაშვილის კლინიკაში მიიყვანეთო. იქ კი, სამწუხაროდ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს. ამ დრომდე კლინიკაშია მარიამი და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მედიკამენტები შემოგვაქვს გერმანული და იმით უკეთდება ქიმიოთერაპია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

წამლებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო საჭირო, 30 000 ლარი უკვე დავხარჯეთ, ჩვენ არაფერი გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ და ხალხის დახმარებით წამლები შევიძინეთ. მკურნალობის მიუხედავად, მაინც საგანგაშოდ მაღალია მაჩვენებელი, შედეგი არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ მარიამი გერმანიაში. ფინანსები არ გვაქვს, ზუსტად ვერ გვეუბნებიან, რა დაგვჭირდება. თუ არ დაემორჩილა მკურნალობას, ძვლის ტვინის გადანერგვა დაგვჭირდება და ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს.”

დღეს მარიამი მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს .
დედების ფონდი მარიამს გამოჯანმრთელებას და საქართველოში მალე დაბრუნებას უსურვებს.

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾