
ნანუცას 1წლის წინ დაესვა უმძიმესი დიაგნოზი -სარკომა.. მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი ფინანსებია.
“13 წლის ასაკში მოუწია გააზრება რა არის სასიკვდილო დიაგნოზი, გადარჩენისთვის ბრძოლა, ბევრჯერ დამარცხებაც…
ადამიანებო ათობით ქიმიისგან განადგურებული ბავშვი მშობლებს შესცქერის, რომლებსაც თვალები ცრემლებით აქვთ სავსე და ვერ ეუბნებიან შვილს რომ კლნიკის ფული არ აქვთ…
კლინიკა კატეგორიულად ითხოვს თანხის დაფარვას,,, ამდენი კეთილი ადამიანი ვართ, მცირედი დავალიანება მაინც რომ დავუფაროთ ნანუცას, მკურნალობას არ შეუწყვეტენ…
მკურნალობის შეწყვეტა ბავშვის განწირვას ნიშნავს, სარკომა არ დაინდობს ნანუცას სიცოცხლეს და ძალიან მალე გაანადგურებს…
მკურნალობის შეწყვეტა ახლა განაჩენია…”
დედების ფონდმა შემომწირველების დახმარებით ნანუცასთვის ჯამში 10925ლარის შეგროვება შეძლო.
თანხა გადაირიცხა ბავშვის სამკურნალოდ.
მადლობას გიხდით თითეულ შემომწირველს და ნანუცას ჯანმრთელობას ვუსურვებთ!