გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

ბავშვი,რომლის სიცოცხლეს ფინანსები წყვეტს!

ნატალია ბლიაძე სიცოცხლით სავსე 7წლის გოგონაა,რომელიც ძალიან ლაღი და ფერადი ცხოვრებით ცხოვრობდა.  6თვის წინ,ფეხის ტკივილით მიაკითხეს საავადმყოფოს და 1კვირის შემდეგ,მოულოდნელად ბავშვს ბარძაყის ძვალი გადაუტყდა.. დაისვა უმძიმესი დიაგნოზი -ოსტეოგენული სარკომა,რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებდა.
საჭირო გახდა ნატალია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა და უკვე 5 თვეა, ბავშვი ისრაელის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
დიაგნოზის სიმძიმიდან გამომდინარე მკურნალობა არის ხანგრძლივი,გართულებებით სავსე და ფინანსურად ძალიან ძვირი. ნატალიას ჩაუტარდა უმძიმესი ქიმიოთერაპიები,ასევე გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია,რომლის დროსაც მოხდა ბარძაყიდან და მუხლიდან სიმსივნური წარმონაქმნების ამოღება და ძვლის გასუფთავება.
წარმატებული ოპერაციის შემდგომი ეტაპი კვლავ ქიმიოთერაპიაა,მაგრამ წინასწარ სამწუხაროდ რთულია განსაზღვრა, კიდევ რამდენი კურსი დასჭირდება დაავადების სრულად შესაჩერებლად.
საბედნიეროდ,ნატალიას დიაგნოზი ექვემდებარება მკურნალობას.ექიმების თქმით განკურნების პროცესი ხანგრძლივია,მაგრამ საიმედო.
მთავარ ფაქტორად რჩება ფინანსური რესურსი,რომელიც ნატალიას ოჯახს აღარ გააჩნია და სრულიად საზოგადოების დახმარების იმედად არიან.
ნატალიას ოჯახმა ფინანსური დახმარებისთვის ჯერ კიდევ მკურნალობის დასაწყისში მოგვმართა და პირველად,ფონდის და მისი შემომწირველების გულისმხიერებით ნატალიას მკურნალობა 7000ლარით დავაფინანსეთ.
დედების ფონდი,კვლავ აგრძელებს მისთვის თანხების მობილიზებას და გვჯერა,ერთიანი ძალისხმევით  შევძლებთ კიდევ გავუწიოთ ფინანსური დახმარება.
თითოეული ადამიანი,რომელიც თვალყურს ადევნებს ამ სიცოცხლით სავსე გოგონას ისტორიას, შემართებას,მის ტკივილით გავლილ და ბრძოლით დაღლილ დღეებს,დარწმუნებული ვართ არ იქნება გულგრილი და შესაძლებლობიდან გამომდინარე გაუწევს ფინანსურ თანადგომას.

ერთად შევძლებთ ნატალიას გადარჩენას და ერთად გავიმარჯვებთ!

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾