გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

ნიკუშა მიშელაძის მკურნალობა დაფინანსდა!

რამდენიმე კვირის წინ ,ნიკოლოზ მიშელაძის საჭიროებების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია.
ბავშვი დაბადებულია თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზით, 6წლის განმავლობაში ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ,მკურნალობამ და ქირურგიულმა ჩარევებმა მდგომარეობა ვერ დაასტაბილურა და საჭირო გახდა გულის ძვირადღირებული ოპერაციის დაგეგმვა.
ოპერაცია ჩანიშნა,მაგრამ წამოიჭრა უდიდესი პრობლემა-ფინანსები!
ოჯახმა ყველაფერი გააკეთა საოპერაციო თანხის შესაგროვებლად,მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსებაც,მაგრამ სამწუხაროდ მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა.

დედების ფონდმა ნიკუშასთვის ჯამში 6000ლარის შეგროვება შეძლო.
თანხა გადარიცხულია!
გვჯერა,სულ მალე ოპერაციაც გაკეთდება და აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

დიდი მადლობა თითოეულ შემომწირველს!

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾