
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! დედების ფონდი ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავს ამ დღეს და ცდილობს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების პატარებისთვის ეს დღე იყოს ბედნიერებით და სიხარულით სავსე.
„ 1 ივნისი შენი დღეა“ პროექტი,რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 1 ივნისს,მთაწმინდის პარკში ჩატარდება.
დედების ფონდი დონატორ კომპანიებთან ერთად მოწვეულ პატარებს პირდება გართობას ანიმატორებთან და ზღაპრის გმირებთან ერთად, მრავალფეროვან ტკბილეულს, უფასო ატრაქციონს ,ტრანსპორტირებას და უამრავ საჩუქარს.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია,დაადასტუროთ რომ ხართ სოციალურად დაუცველი და თქვენი შვილი არის 5-10წლამდე ასაკის.
რეგისტრირებულ ბავშვებს დავუკავშირდებით და შევატყობინებთ ღონისძიების დაწყების დროს და ადგილს.
!გაითვალისწინეთ, რეგულაციებიდან გამომდინარე,პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ 50 ბავშვს.
ყველა ბავშვს წინასწარ გილოცავთ თქვენ დღეს და გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას!
დედების ფონდი