გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

“საკვები ყველა ოჯახს” სოციალური პროექტი ყველასთვის!
„საკვები ყველა ოჯახს“ არის დედების ფონდის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება არამალფუჭებადი საკვებით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
1. ფონდის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გადმოაგზავნოთ თქვენ შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაცია.
* ოჯახის წევრების რაოდენობა,სახელი/გვარი, მათი პირადობის/დაბადების დამადასტურებელი მოწმობის ელ.ვერსია;
* საცხოვრებელის ზუსტი მისამართი;
* მოკლე ვიდეო,სადაც ისაუბრებთ ვინ ხართ,რამდენი წევრია ოჯახში და აღნიშნავთ თქვენ საჭიროებებს.
2. განაცხადოთ წერილობით თანხმობა „ ფონდის დახმარების წესებსა და პირობებზე“, მათ შორის:
* ფონდისთვის გადაცემული ინფორმაცია ოჯახის,მისი წევრების და საჭიროებების შესახებ იდება საჯაროდ.
* საჯაროდ ქვეყნდება გადაცემული ფოტო/ვიდეო მასალა;
* საჭიროების შემთხვევაში მოხდება ოჯახში მისვლა და პირდაპირი ჩართვის/სიუჟეტის გაკეთება.
* დახმარების დასრულების შემდეგ გადაცემული ინფორმაცია არ იშლება და რჩება არქივში;
* პროექტის ფარგლებში მოხდება მხოლოდ არამალფუჭებადი საკვებით დახმარება.
* ბენეფიციარად ყოფნის დრო არის 1(ერთი) დღე,რომლის შემდეგაც მოხდება ბენეფიციარებიდან ჩახსნა და საკვების შეძენა;
* შეძენილი საკვების წაღებას უზრუნველყოფს თავად ბენეფიციარი.

(შენიშვნა : ფონდი იტოვებს უფლებამოსილებას ოჯახის წევრების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შეცვალოს და გაზარდოს ბიუჯეტი)

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾