
დედების ფონდი, უკვე 5წელია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას,რომლის ფარგლებშიც ანხორციელებს სოციალურ პროექტებს.
ფონდის სოციალური პროექტის მიზანია,უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახების საკვებით დახმარება.
სოციალური დახმარება,განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა 2020წლის მარტიდან,როდესაც მსოფლიო პანდემიის ფონზე,საქართველოს უამრავი მოქალაქე დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ამ პერიოდში დედების ფონდმა დაიწყო ახალი სოციალური პროექტი „დარჩი სახლში,ჩვენ მოგიტანთ საკვებს“,რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ,სპეციალურ შექმნილ ბმულზე რეგისტრაციის,პირადი მონაცემის შევსების და ბენეფიციარად დარეგისტრირების.რეგისტრაციის შემდეგ ფონდის თანამშრომლები თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად,სახლში აწვდიდნენ არამალფუჭებად საკვებს.
პროექტის ფარგლებში, ფონდმა საკუთარი რესურსით დახმარება გაუწია 3000მდე ოჯახს.
საიტზე რეგისტრირებულთა რიცხვი ბევრად მეტი იყო,ამიტომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების,რაც დამატებით რესურსს მოითხოვდა.
დედების ფონდმა,საკვები პროდუქტების მოძიების მიზნით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ სხვადასხვა სასურსათო კომპანიას,პროექტში ჩართვის და საკვები პროდუქტების შემოწირვის მიზნით.
„ტკბილი ქვეყანა“ იყო ის პირველი კომპანია,რომელიც დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის და დახმარების.
კომპანიამ,სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა მისი წარმოებული საკონდიტრო პროდუქცია,უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის რომლებიც ტკბილეულზე ოცნებონენ.
დედების ფონდი,ძალიან დიდი მადლობას უხდის „ტკბილ ქვეყანას“ გაწეული ქველმოქმედებისთვის.