გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

ჯაბას მკურნალობა დაფინანსდა!

    ჯაბა ნიჟარაძის მკურნალობა დაფინანსდა. უკვე მესამედ,დედების ფონდმა ჯაბას მკურნალობა ჯამში 5440ლარით დააფინანსა.. შეგახსენებთ ჯაბას ისტორიას,მას 17წლის წინ დაესვა ლეიკემიის დიაგნოზი და მას შემდეგ იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.
   “მე ვარ ჯაბა ნიჟარაძე ქობულეთიდან, ვარ ლეიკემით დავადებული ჩემი ცხოვრების ნახევარი ქიმიოთერაპიებით და წამლებით ვიბრძვი სიცოცხლისთვის…
არ მანებებს ჩემი ოჯახი სიკვდილს არა და მე ძალიან დავიღალე უკვე მომბეზრდა ყველაფერი…. ერთი გოგო მყავს ცოტათი კი მინდა მოვესწრო მის წარმატებას.
    17წელიწადია ვმკურნალობ ძვირადღირებული წამლებით და ქიმიოთერაპიით…
რაღაც პერიოდი კარგად ვიყავი,მეგონა დავამარცხე დაავადება, დავიწყე მუშაობა.
ვმუშაობდი თურქეთში ჩაის საკრეფად, ვიმუშავე მშენებლობაზე მაგრამ თურმე სულ ტყუილად, რაც თანხა ავიღე 100ჯერ მეტი სავადმყოფოში მომიწია ჩარიცხვა,,

   უკვე მეოთხედ მივიღე რეციდივი და მართლა დავკარგე ყველანაირი იმედი მეგონა არაფერი მეშველებოდა მაგრამ ექიმები მაძლევენ იმედს სიცოცხლის მთავარია მივყვე სწორად მკურნალობას.
  მეგობრებო თქვენი და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედი აქამდე ეხლა ცოტა დამრჩა.
სულ რაღაც 670დოლარი მჭირდება წამლისთვის და 2580ლარი ანალიზებისთვის უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას და გვერდში დგომას…”

მეგობრებო,უდიდეს მადლობა სგიხდით თითოეული თეთრისთვის,რომელიც ჯაბასთვის გაირეთ და მიეცით გადარჩენის შანსი!

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾