გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა! ამ დღეს  მილიონობით ადამიანი, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
“დედების ფონდმა” გადაწყვიტა, ღია კარის დღე მოეწყო დაუნის სინდრომის მქონე პატარებისთვის და მათთვის ემასპინძლა.
“ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს” ასე ერქვა პროექტს,რომლის ფარგლებშიც ბავშვებს დახვდათ სასიამოვნო განწყობა,ტკბილეული,საჩუქრები და ძალიან,ძალიან ბევრი დადებითი ემოცია.
დედების ფონდი,მადლობას უხდის ყველა მშობელს და პატარას ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენ პროექტში და გვაჩუქა ძალიან ლამაზი,ემოციურად დატვირთული და ბედნიერი დღე.
ასევე,მადლობას ვუხდით ყველა შემომწირველს და პროექტის სპონსორებს,რომლებმაც ჩვენი სტუმრები ტკბილეულით,საჩუქრებით და სათამაშოებით გაანებივრეს.

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾