
“ყველა დედა გამიგებს, რომ არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე უყურებდე შენს შვილს, რომელიც ტკივილებისგან ყვირის და ვერაფერს შველოდე… შვილს, რომელსაც სიცოცხლე უყვარს და ვერაფერს აკეთებდე მისი დღეებისთვის..
კიდევ ერთი დედის გულის ტკივილს გიზიარებთ
წაიკითხეთ, გაიზიარეთ, გაითავისეთ და დაეხმარეთ #გიოორგის !!
დანიშნულება #გიორგისთვის
“პირველად როცა გავიგე შვილს ველოდებოდი, 17 წლის ვიყავი, 18 წლის გავხდი დედა. ჩემთვის მთელი ცხოვრება გაფერადდა. ვცხოვრობდით ერთად, ვსწავლობდით ერთად და ვიზრდებოდით ერთად… არ გვქონია მარტივი გზა, მაგრამ ერთმანეთი გვყავდა და ბედნიერებისთვის ესეც ყოველთვის კმაროდა…
თუ მკითხავენ, რომელია დღე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, ვუპასუხებ, რომ ეს დღე იყო 2018 წლის 13 ივლისი, როდესაც ჩემს შვილს მოულოდნელად მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო და აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. გვითხრეს, რომ ელენთა გასკდა და რომ დაუყოვნებლივ საჭირო იყო ოპერაცია…
ჩატარდა კვლევები, საიდანაც დადგინდა, რომ საქმე გვქონდა ისეთ დაავადებასთან როგორიც არის ლეიკემია. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და ნეირო ლეიკემია. გიორგის ორ ურთულეს დაავადებასთან უწევდა ერთდროულად ბრძოლა. ამის მერე დაიწყო ის, რაც დაიწყო და გრძელდება უკვე სამი წელია…
2019 წელს გიორგის ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ყველაფერი კარგად იყო, გვეგონა დაავადებას მოვერიეთ, რომ ომი მოვიგეთ, მაგრამ 2 წლის შემდეგ დაავადება დაბრუნდა. რეციდივთან ბრძოლა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა… ემოციურად გამომშრალები ისევ თავიდან აღმოვჩნდით გზის დასაწყისში ყველანაირი მატერიალური რესურსისა და ძალის გარეშე.
ამ ბრძოლის მეორე ურთულესი მხარე მატერიალური სახსრებია, რომელიც უკვე მთლიანად ამოვწურეთ. ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ…
ჩემი შვილის გარეშე ცხოვრება არ მინდა, ნუ დამტოვებთ მარტო იმ დიდი შიშის წინაშე, რომელსაც თვალსაც კი ვერ ვუსწორებ…”
დანიშნულება გიორგისთვის
www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან Paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი # 0901700483