
ეს 6 წლის ნიკოლოზ ხარაბაძეა, მისი ყველაზე დიდი ოცნება მშობლებთან შეხვედრა იყო,რომლებიც წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან…ვერავინ იფიქრებდა თუ მათი შეხვედრა ამ მძიმე დიაგნოზთან ბრძოლით დაიწყებოდა.
ის ისეთი ლაღი, მხიარული იყო, საერთოდ არაფერი აწუხებდა. ერთმა დღემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
5 იანვარს შევნიშნეთ, რომ საზარდულთან შეუსივდა. გვეგონა თიაქარი. წავედით ექიმთან და თიაქარი გამორიცხეს. გაგვიშვეს ექოსკოპიაზე. ექოსკოპიამ გვითხრა, რომ რაღაც წანაზარდები ჩანს და გაგვიშვეს იაშვილში. იაშვილმა კი სტამბოლში გააგვამისამართა.
დიაგნოზი მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომაა (სიმსივნე მდებარეობს მუცლის ღრუს სველ წერტილში). ეს არის მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ახასიათებს
სწრაფი მეტასტაზირება.
აღნიშნული დაავდების სამკურნალოდ საჭიროა ამერიკული პროტოკოლით გათვალისწინებული 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი. საწყის ეტაპზე ჩანიშნულია 24-საათიანი 5 ქიმიოთერაპიის კურსი (46 000 აშშ დოლარი), რომელიც 21 დღეში ერთხელ კეთდება.
შუალედებში კი კვირაში ერთხელ უკეთდება ნახევარსაათიანი ქიმიოთერაპია.
ყოველი კურსის დაწყებამდე 4 საათით ადრე უტარდება გამოკვლევები, რის საფუძველზეც დგინდება, თუ რამდენად მზად არის ორგანიზმი 24-საათიანი ქიმიოთერაპიისთვის… მეხუთე კურსის შემდეგ ჩანიშნულია სრული კვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ესაჭიროება როგორც რადიო ასევე ქიმიოთერაპია. ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული.
ნიკუშასთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია,დავეხმაროთ პატარა ანგელოზს სხვა ბევრი ოცნების ახდენაში
დანიშნულება #ნიკუშასთვის
www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან Paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი # 0901700483