კომპანია ნატურლენდი დედების ფონდის დონატორი გახდა! ურთიერთ-თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ბავშვთა კვების ფონდისთვის უსასყიდლოდ გადმოცემას,რომელსაც შემდეგ უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პატარები მიიღებენ.
ძალიან გვიხარია და ვამაყობთ,რომ კიდევ ერთი კომპანია შემოგვიერთდა. ეს გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ იმ პატარებს,რომლებიც არიან მცირეწლოვანი და საჭიროებენ სპეციალურ კვებას.
დედების ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია ნატურლენდს გაწეული ქველმოქმედებისთვის!