გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

გააჩუქე საახალწლო ბედნიერება!

დღევანდელი დღის ჩათვლით, ფონდის გუნდის წევრებმა თბილისის ყველა უბანი მოვიარეთ, ახალი წელი საჩუქრებით მივულოცეთ იმ ადამიანებს, ვინც მოწყალებას ითხოვს, ვინც ქუჩაში ელემენტარულ პროდუქტს ყიდის თავის სარჩენად, ოჯახების სარჩენად…
მივულოცეთ მოხუცებს, ბავშვებს, და უბრალოდ ადამიანებს, ვინც მილოცვას არავისგან ელოდა…

9 საათიდან ისევ გარეთ ვაგრძელებდით სიარულს, ვისაც სახლში წასასვლელი ქონდა ის მიდიოდა, კომენდანტის საათის დროს კი ქუჩაში რჩებოდნენ ადამიანები, ვისაც წასასვლელი არსად აქვს…
გვინდა რომ ყველასთვის იყოს ახალი წელი, განსაკუთრებით მათთვის ვინც ქუჩაში, ღია ცისქვეშ რჩება და საახალწლო განწყობა არ აქვს… 🙏
მადლობა ყველა ადამიანს ვინც მოგვცა საშუალება, ეს მცირედიც გაგვეკეთებინა…

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾