გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

“საახალწლო ნობათი რეგიონს”

სულ მალე ახალი წელი დადგება. ახალი წელი ყველასთვის ახალი მიზნებთან,ემოციებთან, საჩუქრებთან და უკეთესი მომავლის იმედთან ასოცირდება…
მოგეხსენებათ,დეკემბრის თვეში არის საახალწლო სამზადისი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება
სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დედების ფონდმა გადაწყვიტა
ფართო მასშტაბიანი პროექტის “საახალწო ნობათი რეგიონს”  დაგეგმვა, რაც გულისხმობს შიდა ქართლის  რეგიონში კერძოდ, სურამში და გორში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას საკვები პროდუქტებით, საახალწლო  ნობათით და საჩუქრებით.
ეს ორი რეგიონი შერჩეული იქნა ყველაზე მეტი მომართვისა და თხოვნის გამო(მოგეხსენებათ პანდემიის
გამო, ქვეყანაში 2021 წელს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც აისახა მოსახლეობაზე).
პროექტი განკუთვნილია 400 (ოთხასი ) ოჯახზე,რომლებიც ახალ წელს ხვდებიან საახალწლო ნობათის
გარეშე.
დონატორი კომპანიების დახმარებით პროექტი წარმატებით განხორციელდა და შევძელით ამ ოჯახებისთვის საახალწლოდ ტკბილეულით და საკვებით მომარაგება.
მადლობას ვუხდით ყველა კომპანიას,რომელიც გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს..
დონატორი კომპანიები Universami • უნივერსამი სუპერმარკეტი მადაგონი / Supermarket Madagoni @ჩერი ლიმონათი ზედაზენი • Lemonade Zedazeni Goodwill • გუდვილი პირამიდა • Pyramid Humana – ჰუმანა Borjomi BlueBell • ბლუბელ ქალაქური • Qalaquri ჩვენი სუფრა • Chveni Supra

ფოტო გალერეა იხ. აქ
სიუჟეტი გორი იხ. აქ
სიუჟეტი სურამი იხ. აქ

კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾