
ქრისტეშობა ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. ფონდი ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება.
გადავწყვიტეთ წელს შობა მიგველოცა იმ პატარებისთვის,ვინც ამ დღესასწაულს საავადმყოფოში ხვდება ჯანმრთელობის პრობლემის გამო.
ფონდის იდეა მოიწონეს და გაიზიარეს მეგობარმა კომპანიებმა და ძალიან ბევრი საჩუქრები,ტკბილეული,საკვები და ბავშვებისთვის საჭირო ნივთები შემოგვწირეს..
დედების ფონდის მიზანი,რომ გაგვეხალისებინა ეს დღე ბავშვებისთვის წარმატებით განხორციელდა და პატარების თვალებში ბედნიერების სხივები ავაკიაფეთ.
უდიდესი მადლობა ჩვენ შემომწირველებს, დონატორ კომპანიებს და თითოეულ ადამიანს,ვინც გვაძლევს საშუალებას სხვების ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ..