
21მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!
დედების ფონდმა გადაწყვიტა, გამოხატოს სოლიდარობა,საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით შეურთდეს კამპანიას და ეს დღე აღნიშნოს დაუნის სინდრომის მქონე პატარებთან ერთად.
ჩვენ მზად ვართ, ერთი დღე გავატაროთ “მზის შვილებთან” ერთად, ჩავრთოთ ჩვენს სამუშაო პროცესში,მივიღოთ და გავცეთ დადებითი ემოციები..
19 მარტს, დედების ფონდი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს. ბავშვებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო, საჩუქრები, ანიმატორი, ტკბილეული.
რეგულაციებიდან გამომდინარე გთხოვთ მსურველები დაემატეთ ივენთს აქ და დაგვიკავშირდით ღონისძიებაზე ჩასაწერად 557599995