გადაარჩინე სიცოცხლე

თანხის გადარიცხვა

032 219 78 08

GE | EN | RU

წითელი კვერცხი ყველას!
    ახლოვდება აღდგომის დღესასწაული და დედების ფონდი,ტრადიციულად განსაკუთრებით ემზადება.
ამჯერად, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს “წითელი კვერცხი ყველას” ,რომლის ფარგლებშიც სააღდგომო ნობათი დარიგდება თბილისის თითქმის ყველა უბანში.
    პროექტი განკუთვნილია, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მარტოხელა მოხუცებისთვის და დედებისთვის, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის, შშმ პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის და ყველასთვის,ვისაც სააღდგომოდ ელემენტარული პასკის და კვერცხის შესაძლებლობა არა ქვს.
    იმისათვის,რომ მოხვდეთ “დედების ფონდის პროექტში,საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე 
👇👇👇
სარეგისტრაციო ბმული

! რეგისტრაციისას აირჩიეთ  უბანი,სადაც ცხოვრობთ ან  უბანი,რომელთანაც  ყველაზე ახლოს ცხოვრობთ.

  პროექტის ფარგლებში, სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყება აპრილის ბოლოს. რეგისტრირებულ ბენეფიციარებს დავუკავშირდებით წინასწარ და შევატყობინებთ პროდუქტის გაცემის ადგილს და დროს.

კომპანიებს და ფიზიკურ პირებს,ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და  სურვილი გახდეთ პროექტის თანადამფინანსებელი ან შემოგვწიროთ პროდუქცია,  დაგვიკავშირდით
ცხელი ხაზი – 032 219 78 08
PR მენეჯერი – 577 59 99 95
მისამართი – დიღომი, ლუბლიანას 38ა
კომენტარები
საქველმოქმედო ზარი 1₾