СПАСИ ЖИЗНЬ
Перевод денегდედების ფონდის ისტორია იწყება 2014 წელს სოციალურ ქსელში შექმნილი დედების ჯგუფიდან. თავდაპირველად, ჯგუფი ემსახურებოდა გამოცდილების გაზიარებას და დედებისთვის საინტერესო თემების განხილვას. მოგვიანებით ჯგუფის შემქმნელებმა დაიწყეს საკვების, ტანსაცმლის და ჰიგიენის საშუალებების შეგროვება იმ დედებისთვის, ვისაც ჰქონდა მძიმე სოციალური მდგომარეობა…
2016 წელს, ფონდი ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია და ეწოდა დედების ფონდი. მას შემდეგ დედების ფონდმა დაიწყო მძიმე სენით დაავადებული ბავშების და მოზარდების მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საკვები პროდუქტებითა და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით.
1 წლის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, დედების ფონდს მიენიჭა ოფიციალური საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და ქველმოქმედების საკითხში სრულად განთავისუფლდა სახელმწიფო ბეგარისგან.
მას შემდეგ დღემდე, ფონდის აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და ფონდის მიზანია — მძიმე სენით დაავადებული ადამიანების დაფინანსება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დახმარება (საკვებით, კომუნალური გადასახადებით, ტნსაცმლით, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ნივთებით)
სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოზარდების შემეცნებით-საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებში ჩართვა.
Банк грузии (BOG): GE46BG0000000689979800
ТиБиСи Банк: GE17TB7174136080100007
Халык Банк: GE08HB0000000000473608
Либерти Банк: GE22LB0115121073654001
Тера Банк: GE61KS0000000360801210