
ლიკა წიქარიშვილი დედების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
დაიბადა 1993 წლის 10 მარტს. სწავლობდა ჯორჯ ბაირონის სახელობის სკოლაში. 2015 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2014 წლიდან დღემდე, მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე.
2017 წლიდან დღემდე, მუშაობს დედების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად.